მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ახალციხის N5 საჯარო სკოლა ახორციელებს გარემოსდაცვით პროექტს - Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, რომლის ფარგლებშიც, მე-7 „ე“ კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ჭაბაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, ნინო კაპანაძემ, მარიამ სამსონოშვილმა, თათია ზაზაშვილმა და მარიამ ჯვარიძემ (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იდა ტიფენცევა) მონაწილეობა მიიღეს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვით კონკურსში - „შექმენი ეკოგმირი“. მათ შექმნეს ეკოგმირი „ეკოპი“ და მასალად ის ნარჩენები გამოიყენეს, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას.
ეკოგმირი „ეკოპი“ ასუფთავებს საცხოვრებელ გარემოს და ამით მაგალითს აძლევს ყველას, რადგან დედამიწა საფრთხეშია და მასზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა