სიახლეები
სკოლები

„ორუცნობიან განტოლებათა სისტემა“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის სამყაროში იმოგზაურეს
27-04-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორინტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებელმა ნინო ანასაშვილმა, მე-10 „ა“ კლასს შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - „ორუცნობიან განტოლებათა სისტემა“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს, ტექნოლოგიების გამოყენებით, ამოეხსნათ განტოლებათა სისტემები გრაფიკული  და ჩასმის ხერხით. სწორად ამოხსნის შემთხვევაში, გრაფიკაზე გადაკვეთის წერტილების კოორდინატები უნდა დაემთხვეს სისტემის ჩასმის ხერხით მიღებულ ამონახსნებს, რაც მოსწავლეს უადვილებს საკუთარი ნამუშევრის სისწორის შეფასებას. გაკვეთილი კი ჩატარდა „მომავლის კლასში“ - თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა საშუალება, დამოუკიდებლად ემუშავა კომპიუტერთან და თავადვე აეგო გრაფიკები.

გრაფიკების აგებისთვის კი შესანიშნავი საშუალებაა ელექტრონული პროგრამა GeoGebra. მისი დახმარებით,  ბავშვები ადვილად, უმოკლეს დროში აგებენ გრაფიკებს, პოულობენ გადაკვეთის წერტილების კოორდინატებს. ასევე ეფექტურია მათემატიკური ობიექტებით ვირტუალური მანიპულირება, ამ ფორმით მუშაობის დროს, მოსწავლეებს უადვილდებათ საკითხის აღქმა და დასწავლა, უფრო  მოტივირებულები არიან, მეტი ხალისითა და ინტერესით  ერთვებიან საგაკვეთილო აქტივობებში. 

დიდ მადლობას ვუხდით მათემატიკის მასწავლებელს -  ნინო ანასაშვილსა და მის მოსწავლეებს“, აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება