მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა პოსტერები და ბუკლეტები შექმნეს და პრეზენტაციები მოამზადეს.
სკოლაში კალიგრაფიისა და პოსტერების კონკურსი - „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ ჩატარდა. მასში მონაწილეობა სკოლის VIII, X, XI, XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსის მიზანი ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
მონაწილეებმა კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტები შექმნეს და პოსტერი მოამზადეს.
კონკურსს ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, ნინელი გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
გამარჯვებულმა კონკურსანტებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ პოსტერების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან