უჩმანის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მომზადებული ტკბილეული წარმოადგინეს
06-12-2017
დაკოპირებულია
-
+
უჩმანის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ოქროს შემოდგომა“ ჩატარდა. ღონისძიებაში, რომელიც მასწავლებელმა მანუშაკ ხაჩატრიანმა ჩაატარა, მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
ღონისძიების მიზანი შემოდგომის სილამაზის ჩვენება იყო.
საკლასო ოთახში წარმოდგენილი იყო შემოდგომის მოსავალი, ბავშვების მომზადებული ტკბილეული და შემოდგომის სიმბოლო - „საოცარი ხე". მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, გამოვიდნენ სიტყვით, წარმოადგინეს უმორისტული და მხიარული სიმღერები, ცეკვები და გასართობი შეჯიბრი.
უჩმანის საჯარო დიდ მადლობას უხდის მანუშაკ ხაჩატრიანს.