„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
28-04-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებელის, ინგა ფხაკაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ პრეზენტაცია.
პროექტის მიზანი გარემოსდაცვითი ცოდნის შეძენა, მოსწავლეებში ეკოლოგიური აზროვნებისა და კულტურის ჩამოყალიბება და გარემოსდაცვითი უნარების გამომუშავება იყო.
პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო. მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს და ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: დედამიწის დღის თარიღის აღნიშვნის ქრონოლოგია, ადამიანი და ბუნება, გარემოს დამაბინძურებლები, ეკოლოგიური საფრთხეები, კოვიდ-პანდემია და როგორ დავიცვათ ბუნება.
პრეზენტაციის შემდგომ გამართულ დისკუსიაზე მეხუთეკლასელებმა გარემოსდაცვითი ცოდნა გამოავლინეს. მოსწავლეებმა დედამიწას ნახატები და ესეები მიუძღვნეს, დაამზადეს საგანმანათლებლო ეკოლოგიური შინაარსის ფლაერები და სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავები.
სკოლის დირექციამ ნორჩი ეკოლოგები სიგელებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.
„დირექცია მადლობას უხდის ბუნებისმეტყველების მასწავლებელს და მე-5 კლასს საინტერესოდ განხორციელებული პროექტისთვის,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.