მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით, დაინერგა და ჩატარდა ახალი გუნდური მათემატიკური კონკურსი - „ტვინიკოსი“.
კონკურსი გაიმართა სხვადასხვა კლასში (V-XI).
კონკურსზე წარმოდგენილი იყო არასტანდარტული, სახალისო, სააზროვნო, საოლიმპიადო ტიპის ამოცანები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის მიზანია, შეაყვაროს ბავშვებს მათემატიკა, განუვითაროს მათემატიკური აზროვნება. კონკურსში მონაწილეობს ოთხი ან მეტი გუნდი. გუნდებს აკომპლექტებენ შესაბამისი მათემატიკის მასწავლებლები მოსწავლეებისგან. გუნდს ჰყავს კაპიტანი.
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ კონკურსი, რაც მათი ჩართულობით და აქტიურობით გამოიხატა“ - აღნიშნავს მათემატიკის პედაგოგი ნონა გაზდელიანი.
გამარჯვებული გუნდის წევრები დირექციამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“