მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებისთვის სატრენინგო პროგრამების ლიცენზიის სტანდარტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს - ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენ დავამუშავეთ მიმართულება, რომლის სატრენინგო პროგრამების ლიცენზირების სტანდარტს მოიაზრებს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებს უფლება ექნებათ მასწავლებლებისთვის გადამზადების ტრენინგი ჩაატარონ.
თუ ორგანიზაცია გაივლის გარკვეულ სტანდარტს მივანიჭებთ ლიცენზიას. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ მიმართულებით პასუხისმგებელი ერთადერთი ინსტიტუცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აღარ იყოს.
მასწავლებელთა მიმართებით ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და გარკვეული ხედვა დავამუშავეთ“,- განაცხადა დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური