სიახლეები
სკოლები

ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-04-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება ჩართულია არაერთ შემეცნებით პროექტში და 26 აპრილს, ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

მაყურებლებს ანა გოგიტიძის ექვსეული დაუპირისპირდა. IX კლასის ნაკრებმა გუნდმა მაყურებლებს ანგარიშით 6:4, საინტერესო ბრძოლაში სძლია, თამაშის საუკეთესო მოაზროვნე კი გუნდის კაპიტანი, IX „ა“ კლასის მოსწავლე - ანა გოგიტიძე გახდა.
გუნდის წევრები არიან: ანა გოგიტიძე (კაპ. - IX „ა“ კლასი), კესო ზივზივაძე (IX „ა“ კლასი), ნინი გრიგოლაშვილი (IX „ბ“ კლასი), ლიზი ორმოცაძე (IX „დ“ კლასი), თომა კილაძე (IX „დ“ კლასი), თედო კილაძე (IX „დ“ კლასი).

თამაშის მონაწილეებს პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ სერტიფიკატებით. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ „რა? სად? როდის?“ არაფორმალური განათლების ფარგლებში იმართება და მას სკოლა „პროგრესის“ ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე უძღვება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება