სიახლეები
საინტერესო

„ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს“ - ემიგრანტი დედის ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
07-12-2017
-
+


ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ეს ემიგრანტი დედის მეორე ღია წერილია მიხეილ ჩხენკელისადმი. წერილში ლელა თოლორდავა სასკოლო განათლების ხარვეზებსა და ემიგრაციაში მყოფი მშობლების გასაჭირზე ამახვილებს ყურადღებას:

„N2 ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!!!

ბატონო მინისტრო, ეს წუთია მოვისმინე თქვენი საგანგებო განცხადება. გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, თქვენს ამ ინიციატივას ერთხმად დაუჭერს მხარს ყველა მშობელი. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მანდატურის სამსახურის გაძლიერება და ფსიქოლოგების ჩართვაც მნიშვნელოვანია. 

მაგრამ ბატონო მიხეილ, კორუფციას როდის აღმოფხვრით სკოლებში, როდის?! რატომ ერთი სიტყვით არ ახსენეთ ეს თემა?! რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მოგმართეთ და ღიად დავადანაშაულე თქვენი სამინისტრო, რომ სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე. თუ რატომ, ესეც აგიხსენით. მაგრამ ბუნდოვანი პასუხის მეტი ვერაფერი მივიღე. ისიც , რომ იტყვიან გამოვტყუე თქვენი ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორს. ჩემი მობილურის ნომერიც მოგწერეთ +393245411423 და ამ წუთამდე ველოდე ზარს, ვინ არ დამირეკა, ნაცნობმა-უცნობმა, გამოგიტყდებით, საქართველოდან შემოსული ყველა ზარი თქვენი მეგონა. იცით რატომ? იმიტომ, რომ მე რომ მინისტრი ვიყო, იმ ღია წერილის ავტორ ემიგრანტ დედას აუცილებლად დავურეკავდი და ვანუგეშებდი და ეს მარტო ერთი შვილებსმონატრებული დედის ნუგეში კი არა, ყველა ემიგრანტი დედის ნუგეში იქნებოდა, სამშობლოში უდედოდ მიტოვებულ ყველა შვილს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ დედა მალე დაუბრუნდებოდა... ამ ყველაფერის დაწერას ჩემი ნონნოს ძილში ვასწრებ, ტელეფონზე ვკენკავ ტექსტს და ვტირი, იცით რატომ?! ამას ჩემი შვილებიც წაიკითხავენ და იტირებენ? ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს. და ნამტირალები თვალებით ხვალ დილით წავლენ თქვენი სამინისტროს რწმუნების ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში. 

ბატონო მინისტრო, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ასეთ მოსწავლეებს რომელი ფსიქოლოგი და მანდატური დაამშვიდებს?! დედის ჩახუტების მეტი არაფერი არ უშველის, დამერწმუნეთ!!! 

ბატონო მიხეილ, კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება და აუკრძალეთ საჯარო სკოლის პედაგოგებს თავისივე მოსწავლეების მომზადება, და მოთხოვეთ ჩაატარონ გაკვეთილები ისე, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ. მოიწვიეთ სკოლის დირექტორების საგანგებო თათბირი და დაავალეთ ამ საკითხის უსწრაფესად მოგვარება. დამერწმუნეთ, ყველა დირექტორმა იცის, რას მოღვაწეობს თავისი სკოლის პედაგოგები!!! ყველა დირექტორმა იცის, სად ცხოვრობს (ან სად აქვს ნაქირავები ოთახები) თავისი სკოლის მასწავლებლები და არ გაუჭირდება ,,საშინაო სკოლების'' გამოვლენა. მკაცრად გააკონტროლეთ სკოლები ამ მხრივ, თუ გამოვლინდება მომზადების ფაქტი, დაატოვებინეთ სკოლა პირველ რიგში დირექტორს. 

ბატონო მინისტრო, გამოგიტყდებით, მე ბევრად მცირე მეგონა საჯარო სკოლის მასწავლებლების გასამრჯელო, გაოცება ვერ დავფარე როცა გავიგე, რომ გამოცდაჩაბარებული პედაგოგები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ. და ის კატეგორია, ვინც თავის საგანში ვერ ჩააბარა გამოცდა, რატომ უნდა ასწავლიდეს ჩვენს შვილებს?! პატივს ვცემ მხოლოდ პროფესიონალიზმს!!! 

ბატონო მიხეილ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ათიათასობით გადმოხვეწილი დედა საქართველოს მოქალაქეა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რატომ იყრება წყალში ჩვენი ფული?! ამ შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტს ვგულისხმობ. საქართველო ხომ ყველა მოქალაქეს თანაბრად გვეკუთნის?! და თქვენ და მთავრობაში მყოფ თანამოქალაქეებს თუ გამოგიცხადეთ ნდობა და გიხდით მაღალ ხელფასებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალყური ადევნოთ ქვეყნაში კანონის უზენაესობას. მე და უამრავი ემიგრანტი დედა მიგითითებთ, რომ სკოლებში კორუფციაა გამეფებული, თითებზე ჩამოსათვლელიღა დარჩა ღირსეული სკოლა. მიგითითებთ, რომ სკოლაში სახელმწიფო ფული იფლანგება, მეთორმეტე კლასს ვგულისხმობ, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ტარდება გაკვეთილები მეთორმეტე კლასში, იმიტომ რომ ამ დროს აბიტურიენტები რეპეტიტორებთან არიან. არ ტარდება გაკვეთილები სხვა კლასებშიც, ,,თუ არ გინდათ სწავლა, ამ ჩემს წინა კბილებსო'', ასე ეუბნება მოსწავლეებს ჩემი შვილის მასწავლებელიო, ერთმა ემიგრანტმა დედამ მომწერა, სკოლაში გაკვეთილის ახსნა ეზარება, რადგან კარგი მოსწავლეები მასთან სახლში დადიანო... ათასი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დროში რომ არ ვიყო შეზღუდული... 

ბატონო მინისტრო, მომავალი ეღუპება ჩვენს ქვეყანას!!! საჯიშე ბიჭები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. დღე არ გავა შემზარავი ამბის მომსწრენი არ ვიყოთ. სიყვარულის დეფიციტია ქვეყანაში!!!! უდედოდ იზრდება თაობები!!!! უდედოდ გაზრდილი თაობა, დამერწმუნეთ, უკეთეს ქვეყანას ვერ ააშენებს!!! 

ბატონო მინისტრო, ბოლოს ისევ თქვენი საგანგებო განცხადების თემას დავუბრუნდები. ვერცერთი ფსიქოლიგი ვერ შეძლებს მოსწავლის შერყეულ ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენას, თუ დედა არ დაუდგა გვერდით. დედები კი გადახვეწილები ვართ, სხვის ბებია- ბაბუებს ვუვლით და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. იცით, რა უთხრა ჩემ იტალიელ ნონნოს ოჯახის ექიმმა?! გაგმართლებია, ბადანტედ ჯორჯიანა რომ გყავსო, დიდხანს იცოცხლებო! 

სინიორ დომენიკოს კი გაუმართლა, მაგრამ ჩემ შვილებს?! ჩემი შვილები უკრუხო წიწილებივით არიან, რა დროს დაეცემათ ქორი თავზე არავინ იცის... და მაშინ , ვინ გაუწევს კრუხობას, ვინ შეიფარებს ფრთებქვეშ?! დაინტერესდით, რამდენი მოსწავლის დედაა გადახვეწილი, რამდენი მოსწავლეა ბედის ანაბარა მიტოვებული?! 

დაავალეთ სკოლებს, ჩაატარონ გამოკითხვა, ზუსტი ციფრი მაინც ვიცოდეთ, რამდენი მოსწავლე იზრდება უდედოდ?! თქვენ თუ მოინდომებთ, ეს მონაცემები კვირის ბოლომდე გექნებათ ხელთ. იმედს ვიტოვებ, მოინდომებთ!!! 

ბატონო მინისტრო, თქვენს ხელშია ათიათასობით ემიგრანტი დედის და სამშობლოში უდედოდ დარჩენილი მოსწავლეების ბედი!!! 

დაუბრუნეთ დედები შვილებს!!! 

გადაარჩინეთ ქვეყანა!!!“ - წერს ლელა თოლორდავა ღია წერილში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება