მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ახალციხელ და ბორჯომელ მოზარდებს ვარჯიშები ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა – მილოშ გლიგორიევიჩმა და დიმიტრი ჯაკობოვმა ჩაუტარეს. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და კალათბურთის ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე ესაუბრნენ.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ რეგიონალური ფედერაციების განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
პროგრამის განხორციელება შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან დაიწყო.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა და პროგრამის მონაწილეები ახალციხეს ესტუმრნენ, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში რეგიონის საკალათბურთო სკოლების მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში ახალციხელ და ბორჯომელ მოზარდებს ვარჯიშები ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა – მილოშ გლიგორიევიჩმა და დიმიტრი ჯაკობოვმა ჩაუტარეს. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებს ესაუბრნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და კალათბურთის ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე.
აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ფედერაციის წარმომადგენელი გიორგი ბეროშვილი და სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“