მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.
მე-5 „ვ“ კლასში, რომლის დამრიგებელიც ელისო მოწონელიძე გახლავთ, ქართულის მასწავლებელმა - ნატო სვიანაძემ ჩაატარა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საკლასო კონკურსი, „ვინ უკეთ იცის ასომთავრული ანბანი“.
ანბანის ყველაზე კარგი ცოდნითა და ასოების მოხაზულობის სილამაზით გამოირჩეოდა ლუკა დევიძის, ნიკოლოზ გველესიანის, ლუკა ხარატიშვილის, გიორგი ფუტკარაძის, ალექსანდრე ტყეშელაშვილის ნაშრომები.
მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და მოსწავლეებმაც დადეს პირობა - მეტად დახვეწენ კალიგრაფიას. მათ ხომ კარგად იციან, რა მოხდა 1978 წლის 4 აპრილს:
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც