განათლების სამინისტრო მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ვაქცინაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
28-04-2021
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში დასაქმებულ პირთა იმუნიციაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საქართველოს მასშტაბით განათლების სისტემაში მომუშავე პირთა იმუნიზაციის პროცესი გრძელდება.
„სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, შენარჩუნდეს სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში – სასკოლო სივრცეში სასწავლო წლის ბოლომდე, რაც თითოეული მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ნორმები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.