მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეიდან საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის არდადეგები დაიწყო, რომელიც 12 მაისს დასრულდება.
სასწავლო პროცესის შეწყვეტა და დამატებითი არდადეგები მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს განკარგულებით, ქვეყანაში 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადა. 12 მაისი ისედაც უქმე დღეა. უქმე დღეები ეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს. 30 აპრილიდან 13 მაისამდე სწავლა წყდება სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებში.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, კერძო სკოლებისთვის უქმე დღეებში არც დასწრებითი და არც ონლაინ სწავლება იქნება ნებადართული.
იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს.
დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს.
იხილეთ ასევე: უქმე დღეებში როგორც საკლასო, ასევე ონლაინ სწავლება დაუშვებელია - რეგულაციას კერძო სკოლები უნდა დაემორჩილონ
წერილი, რომელიც სკოლებმა განათლების სამინისტროსგან მიიღეს - მასწავლებელს აქვს უფლება, აირჩიოს გასავლელი საკითხები და ფორმატი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური