სიახლეები
ინტერვიუ

„ჩემ მიერ 10 წლის წინ დასახულ მიზანს, მემუშავა ფეისბუქში, ახლა მივაღწიე“ - ქართველი სტუდენტი მორიგი წარმატების შესახებ
08-12-2017
-
+


ლუკა ლომთაძე იმ ქართველ სტუდენტებს შორის ერთ-ერთია, რომელმაც უნიკალური აპლიკაცია შექმნა. ხუთმა ქართველმა სტუდენტმა - დავით სოსელიამ, გიგა ვაშაკიძემ, ანდრო გვივრაძემ, ლუკა ლომთაძემ და ნიკა მინაშვილმა შექმნეს აპლიკაცია, რომელსაც ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს. აპლიკაცია მოსწავლეებს ეროვნული და საატესტატო გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარება. 

ამჟამად ლუკა ლომთაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობს და პარალელურად ფეისბუქში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ფეისბუქი უზარმაზარი ლურჯი მაგნიტია, რომელიც მთელ სამყაროს იზიდავს და ერთმანეთთან აახლოებს.

- ლუკა, მოგვიყევით თქვენ შესახებ და გაეცანით Etaloni.ge-ს მკითხველს.


- დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა. პროგრამირება მეხუთე კლასში დავიწყე. სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი კოჰორტის სტუდენტი. მეათე კლასიდან  შევქმენი 8 სტარტაპი, რომელთაგანაც 2 დღესაც აქტიურად მუშაობს. ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურაში. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე სხვადასხვა დეველოპმენტის სფეროში.

- როგორ მოხვდით სან დიეგოს უნივერსიტეტში და რა სპეციალობას ეუფლებით?

- ვსწავლობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში, რომელიც თბილისში უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად იღებს ქართველ სტუდენტებს STEM დარგებში.  ვსწავლობ კომპიუტერულ ინჟინერიას და ამჟამად ვიმყოფები ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში.

- სწავლის პარალელურად ფეისბუქში მუშაობთ...

- ფეისბუქი უზარმაზარი ლურჯი მაგნიტია, რომელიც მთელ სამყაროს იზიდავს და ერთმანეთთან აახლოებს. კომპანია, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი სოციალური ქსელის გარდა აერთიანებს ათობით შვილობილ კომპანიას და ათობით ათასობით პროექტს. ეს არის ყველაზე სასურველი სამუშაო ადგილი სამყაროს არაერთი წარმატებული ადამიანისთვის. ჩემ მიერ 10 წლის წინ დასახულ მიზანს, მემუშავა ფეისბუქში, ახლა მივაღწიე. მოხარული ვარ, რომ ამ დიდი ოჯახის ახალი წევრი გავხდი და ახლა უკვე სამომავლო გამოწვევებს ველი.

- განათლება, პრიორიტეტები და თქვენი ძირითადი მიზანი.

- ყოველთვის ვცდილობ დავამტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერი რამის მისაღწევად მხოლოდ შრომა და გარკვეულ სიტუაციებში სწორად მოქმედებაა საჭირო. ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი თვითგანვითარება, ხოლო მთავარი მიზანი ჩემ გვერდით მყოფი ადამიანების და შესაბამისად, ჩემი ბედნიერებაა.

- თქვენი სამომავლო გეგმები...

- ჩემი სამომაბლო გეგმებია სწრაფი განვითარება, ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და ამ მიღწეული მიზნის შემდეგ ახალი მიზნების და მათთან მიმავალი შესაძლო გზების დასახვა.

- როგორია თქვენი საახალწლო გეგმები. როგორ  ხვდებით ახალ წელს და გაქვთ თუ არა, რამე განსაკუთრებული ტრადიცია?

- ოჯახთან ერთად ქართულ სუფრასთან შეხვედრა ტრადიციად მაქვს ქცეული. წელს ჩემს მეგობრებთან ერთად, სამშობლოდან ერთ-ერთ ყველაზე უკიდურეს წერტილში, კალიფორნიაში ვხვდები. სავარაუდოდ, ამ ახალ წელს შტატებში მოგზაურობაში გავატარებ.

- როდის ბრუნდებით საქართველოში?

- საზაფხულო ინტერნშიპის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ, სწავლა საქართველოში დავამთავრო.

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი უნიკალური აპლიკაცია, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული და საატესტატო გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება