მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის, „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ (Media Literacy for Students – MLS) ფარგლებში მეორე ტრენინგი გაიმართა, რომელშიც ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ყალბი ახალი ამბების განსხვავებული სახეების შესახებ. ასევე, მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მაგალითების დახმარებით უკეთ გაეგოთ დეზინფორმაციის გამოვლენის სხვა ასპექტებზე.
ტრენინგის შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ შეასრულონ სხვადასხვა სახის პრაქტიკული დავალება, რომლებიც მთლიანად რეალურ „ქეისებზე“ იქნება დაფუძნებული, რათა მათ უკეთ შეძლონ ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მომდევნო პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი პროექტის მონაწილეებისათვის მომავალ თვეში გაიმართება.
პროექტში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა იორდანიის, თურქეთისა და რუმინეთის 10 სკოლა და 150-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც