მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებში სხვადასხხვა ღონისძიება ჩატარდა. კვირეულის ორგანიზატორი საბუნებისმეტყველო კათედრა იყო.
„მე-8/2 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მარინე ჭეიშვილი) წარმოადგინეს თოჯინების თეატრის მორიგი სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით. აღსანიშნავია, რომ თოჯინები და დეკორაციები მოსწავლეების მიერ არის შექმნილი; მათ ეკუთვნით ასევე მუსიკალური გაფორმება. მხატვრობაზე იმუშავეს მეცხრეკლასელებმა თეკლა ქარსელაძემ და მერიკო მჟავიამ, ასევე მე-10/2 კლასის მოსწავლემ მარიამ კეპულაძემ.
საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მე-11/1 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მარინე რუსაძე) თემაზე „შოკოლადის ანატომია“, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირეს მდგრადი განვითარების მიზნებს: „შემცირებულიუთანასწორობა, „ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“, „სიღარიბის აღმოფხვრა“, „მდგრადი მოხმარება და წარმოება“.
ასევე აღსანიშნავია 22-23 აპრილს განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები. მხოლოდ რამდენიმე მათგანს აღვნიშნავთ:
1. საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია „დედამიწა-სიცოცხლის პლანეტა“, რომელიც გაიმართა ჩვენის სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ ორგანიზებით და სადაც მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთის, მოლდოვას, სომხეთის, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები; სამუშაო ენა-ინგლისური. კონფერენციაზე წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: თამარ ამაღლობელი (მე-11/1კლასი), ლილე გუმბერიძე, ლიკა ბაქრაძე, ანა მელქაძე (მე-8/2 კლასი), ნინი კუხიანიძე (მე-8/3 კლასი). მათ ისაუბრეს ქუთაისის გარემოსდაცვით პრობლემებზე.
2. აფსაიკლინგი, რომელიც ჩაატარეს „სპექტრის“ წარმომადგენლებმა მე-7/დ კლასში(დამრიგებელი მ.რუსაძე), ისაუბრეს რეციკლირების მნიშვნელობაზე და მოაწყვეს გამოფენა.
3. სასკოლო კონფერენცია -„დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“, სადაც საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ მოსწავლეები: ნათია ყურაშვილი, მარიამ ავალიანი, ანა მელქაძე, ანი ტურაბელიძე, მარიამ კვერნაძე, ლიზი კვიმსაძე, ლუკა მახათაძე,ნია ნიკურაძე, მარიამ ჟორჟოლიანი, ლუკა გიორგობიანი,ნიკოლოზ ლაბუჩიძე, სანდრო ხანთაძე, თეკლა ჩეჩელაშვილი, ანა მოგელაძე, ნინო ბაღათურია,მარიამ შენგელია, თეკლა ჭოღოშვილი, ლევან კვიცარიძე, ნია ხახუტაიშვილი, გიორგი სალდაძე.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა ლილე გუმბერიძისა და თამარ ამაღლობელის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია.
კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქუთაისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და მიიღეს გადაწყვეტილება, იგი წარუდგინონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას. მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვა მერის მრჩეველმა ქალბატონმა მაია კეზევაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც