მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლები, რომლებიც კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ვერ ჩააბარებენ სკოლებში მოწვეული პედაგოგის სტატუსით იქნებიან.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge-სთან აცხადებს, მიზანი არა პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლიდან გაშვება, არამედ საკლასო ოთახში მაღალკვალიფიციური კადრების შეყვანაა.
თუმცა, სკოლები ვალდებულნი არიან იმ პრაქტიკოსი პედაგოგის ადგილზე, რომლებიც გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ ვაკანსია გამოაცხადონ.
„ყველას გვინდა პედაგოგებმა გამოცდა ჩააბარონ და ბარიერი გადალახონ. თუ ეს ასე არ იქნება პედაგოგი სამსახურს არ კარგავს. სკოლაში გამოცხადდება ვაკანსია და თუ სტატუსის მქონე მასწავლებელი ვერ შევა, ბუნებრივია, იგივე მასწავლებელი ან სხვა პრაქტიკოსი მასწავლებელი, თუმცა იმ დროისთვის ეს სტატუსი უკვე აღარ იქნება, დაიკავებს მის ადგილს“, - აღნიშნავს ბერიკა შუკაკიძე.
მისი განმარტებით, პრაქტიკოსის მაგივრად, მათ მოწვეული მასწავლებლის სტატუსი ექნებათ.
„ისინი იქნებიან მოწვეული მასწავლებელი. ახალ სქემაში პრაქტიკოსის სტატუსი აღარ არსებობს. ჩვენი ამოცანაა საკლასო ოთახი არ დარჩეს მასწავლებლის გარეშე და ამის უზრუნველყოფას მივაღწევთ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ საკლასო ოთახში უფრო მეტი მაღალკვალიფიციური პედაგოგი შევიდეს. ეს არის (ჩვენი) ამოცანა, მეტი არაფერი“, - აღნიშნავს მასწავლებელთა სახლის დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური