სიახლეები
ეტალონი

„მადლობა, რომ დგახართ მომავალი თაობის საჭიროებების სადარაჯოზე“ - „გაამოს“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე გრძელდება
29-04-2021
-
+


„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ესაა ONLINE-ინტელექტუალური გადაცემა, რომელსაც წარდგენა უკვე აღარ სჭირდება. „ეტალონის“ უნიკალურმა პროექტმა დაიმკვიდრა საკუთარი, ღირსეული ადგილი ონლაინ-სივრცეში და საქართველოს ფარგლებსაც გასცდა.

პროექტში ჩართულები არიან ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანები და განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ, როგორიცაა მოზარდების გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები.

„ასეთი ინტერნეტ-გადაცემის შექმნისკენ არსებულმა რეალობამ გვიბიძგა, რადგან დღეს, სამწუხაროდ, ახალგაზრდებისთვის არავის სცალია“, - ასე დაიწყო გადაცემა წამყვანმა, პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ მთავარი მიზანია, მოზარდებს პრობლემების დაძლევაში დავეხმაროთ: „სწორედ ამიტომ, მე ჩემმა მეგობრებმა შევქმენით სივრცე, სადაც ადამიანებს დავაფიქრებთ და პრობლემების გადაჭრის გზებზეც ვიმსჯელებთ“.

თანაწამყვანმა სერგო ჩიხლაძემ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

- ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, წარმოდგენილი ვიყო ამ გარემოში; ეს პირველი გადაცემა არაა, რომელიც ერთად მიგვყავს და ვფიქრობ, განათლების მიმართულებით, რასაც გოჩა წლებია ემსახურება, მეტი სამუშაოა ჩასატარებელი; უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს ეს ყველაფერი, დიდი მასშტაბი მიეცეს და ერთობლივად, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

გადაცემის თემაა წარმატება ბავშვისთვის და მიმაჩნია, რომ აქ ორი რამაა გასამიჯნი: ერთი - რა არის წარმატება ბავშვის გადმოსახედიდან და მეორე - ჩვენი გადმოსახედიდან რას ნიშნავს იგი.  ხშირად მშობლები აიგნორებენ ბავშვის წარმოსახვიდან წამოსულ მოცემულობას და თვითონ წყვეტენ, რა არის წარმატება; ხშირად კი წარმატებად თვლიან იმას, რასაც თავად ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში.

როგორ ავირჩიოთ სფერო, ესაა აქტუალური საკითხი -  მშობლის მოვალეობაა, დააკვირდეს, რა არის შვილის ინტერესის სფერო.

2021 წლის გაზაფხულის სეზონის გადაცემების ძირითადი თემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდის გარდატეხის ასაკი გახლავთ -„მასთან დაკავშირებული საკითხის მთელი სიმწვავით დასმა,  საქმიანი განხილვა, პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება და  კონკრეტულ კითხვებზე გასაგები პასუხების გაცემა“.

სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო თანაწამყვანი, ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია:

„ნამდვილად საქვეყნო საქმეს აკეთებთ და მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომელიც ეხება მოზარდის განვითარებას.  იმედს ვიტოვებ, მშობლებიც და პედაგოგებიც რეალურ, კარგ რჩევებს მიიღებენ, როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევას, რასაც გარდატეხის ასაკი ჰქვია. როდესაც გარდატეხის ასაკში აღმოვაჩენთ პრობლემებს, მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ მოქმედება, არამედ ადრეული ასაკიდანვე უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების გვერდით.

სამწუხაროა, რომ ბავშვები ხშირად არიან უფროსების განუხორციელებელი სურვილების შემსრულებლები და ამის გამო ბევრი პრობლემა იქმნება. მშობელმა უნდა იცოდეს, რა ინტერესები აქვს შვილს, როგორი სამეგობრო ჰყავს, ჰქონდეს თანასწორი ურთიერთობა... ასეთ დროს ყველაფერი ნორმის ფარგლებში ვითარდება და გარდატეხის ასაკიც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; მაგრამ თუ არის ძლიერი წინააღმდეგობა, ნაპრალი ჩნდება და ამის მოგვარება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. გარდატეხის ასაკში ასევე თავს იჩენს  სოციალური ცვლილებები, მიკუთვნებულობის განცდა... ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პატივი ვცეთ. მოზარდის თვითდამკვიდრებისთვის აუცილებელია, ერთის მხრივ, იყოს გამორჩეული მასისგან და მეორე - გაითვალისწინეთ, ესაა დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები. როცა ვეწინააღმდეგებით, ჩნდება აგრესია.  შეეცადეთ, ბავშვის მხრიდან შეხედოთ ამ პრობლემას, ჩვენ ხომ უფროსები ვართ?!

გადაცემის სტუმრები გახლდნენ ასევე განათლების სფეროს პროფესიონალები, რომლებსაც გული შესტკივათ მომავალ თაობებზე.

ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

 - მიხარია, რომ გვიწევს აზრების გაცვლა-გამოცვლა და რაც მთავარია, მადლობა - დგახართ  მომავალი თაობის საჭიროებების სადარაჯოზე. როგორც მშობელი გეტყვით, რომ  ისე გავიარეთ გარდატეხის ასაკი, პრობლემა არ შეგვქმნია - ჩვენმა შვილებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ მეც და ჩემი მეუღლეც ვიყავით მათი მეგობრები.

17 წელია რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვარ და მასწავლებლებს ყოველთვის ვეუბნები - მათი მთავარი დანიშნულება ისაა, თითოეულ ბავშვში დავინახოთ  „კოდი“, რომელსაც აღმოვაჩენთ,  ამით გავუხსნით ფანჯარას სამყაროში და მივცემთ საშუალებას, მოერგოს ამ ცხოვრებას -  გახდეს წარმატებული. აუცილებელია, თითოეულ ბავშვში დავინახოთ ის მარცვალი, რომელიც მასში  ღვივის. შედეგად, იგი იქნება წარმატებული მოქალაქე და არა მხოლოდ დიპლომიანი.

ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

- ყველა ბავშვში დევს ის მარცვალი, რითაც შეგიძლია წარმოაჩინო, როგორც ინტელექტუალურად, ასევე პიროვნული თვისებებით. მიმაჩნია, რომ  წარმატება არის კეთილგანწყობა და სიყვარულით განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა. როდესაც მოზარდთან გვაქვს ურთიერთობა, უნდა ვიყოთ სიყვარულისა და სამართლიანობის მაგალითი; უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, უნდა იგრძნოს უფროსებისგან მხარდაჭერა და მის ირგვლივ უნდა იყოს დადებითი განწყობა.

რა თქმა უნდა, ხდება ისეც, რომ არის არასაკმარისად კარგი ქცევები, მაგრამ ჩვენ მიმღებლობა უნდა გვქონდეს ყველანაირი ქცევის მიმართ და  შევარჩიოთ სწორი აქცენტების დასმის დრო - ერთად უნდა მივიდეთ შეთანხმებამდე. როდესაც მოზარდი ხედავს მიმღებლობას, არის უფრო გახსნილი, აქვს დაფიქრების შესაძლებლობა; მისი ქცევა დადებით კონტექსტში უნდა გადავიყვანოთ, რაც დადებითად იმოქმედებს მის მოტივაციაზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება