მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით რეგისტრაცია გამოაცხადა ტრენინგებზე. რეგისტრაცია 10 მაისს დასრულდება.
იმის გამო რომ მასწავლებლებს არაერთი კითხვა გაუჩნდათ რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით etaloni.ge გთავაზობთ ინსტრუქციას:
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პროფესიული განვითარების ტრენინგებზე დასარეგისტრირებლად საჭიროა ორი ეტაპის გავლა. პირველი ეტაპი გულისხმობს ვებგვერდზე რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპი ავტორიზაციას. ავტორიზაციისას ვიყენებთ რეგისტრაციისას გამოყენებულ პირად ნომერს და პაროლს.
რეგისტრაციისთვის ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ http://tr.tpdc.ge/-ზე. გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოა ყველა მოცემული ველის შევსება.
პედაგოგები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან http://tr.tpdc.ge/-ზე უნდა გაიარონ ავტორიზაცია. ამისთვის საჭიროა ავტორიზაციის ველში მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი და პაროლი. თუ სისტემაში შესასვლელი პაროლი არ გახსოვთ, დააჭირეთ - პაროლის აღდგენა, შემდგომ მითითებულ ადგილზე ჩაწერეთ თქვენი მეილი. სისტემა პაროლის აღსადგენ ბმულს თქვენს მიერ მითითებულ მეილზე გამოგიგზავნით, რის შემდგომაც პაროლის აღდგენას შეძლებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ირჩევთ მხოლოდ ერთ მოდულს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური