სიახლეები
ეტალონი

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლემ საახალწლო საჩუქარი უკვე მიიღო - ზურაბ ჩაჩავა „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გახდა
07-12-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ გამართულ ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურაბ ჩაჩავა დაეუფლა. მან პირველობა 81 მონაწილეს შორის მოიპოვა.

ზურაბი Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამარჯვება მისთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო:

„ეს გამარჯვება ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო. არ ველოდი, თუ „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს მოვიპოვებდი. მომავალ „ეტალონელებს“ წარმატებებს ვუსურვებ და ვურჩევ, რომ თავიანთი ცოდნა გაიღრმავონ და შემდეგ ეს ცოდნა ქვეყანას მოახმარონ. ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე:

„ეტალონს“ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ჩართულობა ამ პროექტში ყოველწლიურად იზრდება. ძალიან საინტერესოა ახალი პროექტი Izrune.ge, რომელიც შვილების აღზრდა-განათლების საკითხში მშობლების ჩართულობას გულისხმობს. ახალი საგანმანათლებლო პორტალი მართლაც არაჩვეულებრივია. ყველა პროექტის მიმართ დადებითად ვართ განწყობილები.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი:

„ეტალონს“ ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება. საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 81 მოსწავლე მონაწილეობდა. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მომავალი თაობის წიგნიერებასა და განათლებაზე ზრუნავს. გულდასაწყვეტია, რომ ინტელექტ-შეჯიბრს სატელევიზიო ფორმატი აღარ აქვს. გუშინ საგანმანათლებლო პროექტ Izrune.ge-ს გავეცანით. ძალიან საინტერესო პროექტია, ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის ეს საგანმანათლებლო პორტალი ძალიან დიდი მოტივატორი იქნება.“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი:

„ჩვენ ყოველთვის მივესალმებით შემეცნებითი ხასიათის პროექტებს, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენი მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს „ეტალონს“ და ყოველწლიურად აქტიურად არის ჩართული. მომავალშიც აუცილებლად ვითანამშრომლებთ. უშუალოდ ღონისძიების შესახებ მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა, დარბაზი გადაჭედილი იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი ძალიან პოპულარულია. რაც შეეხება ახალ პროექტს, Izrune.ge-ს, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებას, საგანმანათლებლო პორტალი დიდ საქმეს გააკეთებს.“

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მუმუკა ჩხეტიანი:

„ეტალონს“ საგანმანათლებლო სივრცეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეს ინტელექტ-შეჯიბრი საკუთარი ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს. ამ პროექტის მეშვეობით, ბავშვი წიგნს უახლოვდება, ხდება უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ეს დადასტურებული ფაქტია. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას ასეთი პროექტისთვის. სამომავლოდ ჩვენ უფრო განათლებული თაობა გვეყოლება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.“

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე:

„ჩვენი სკოლა „ეტალონში“ წლებია, აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა, რადგან იგი მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების უნარს ავითარებს. წყალტუბის N1 საჯარო სკოლა იმერეთის რეგიონში თავის სიტყვას ამბობს და ეს არ არის გადამეტებული ნათქვამი. აღსანიშნავია ისიც, რომ მეხუთე ადგილზეც ჩვენი სკოლის მოსწავლე გავიდა. ჩვენი შრომა, ზოგადად სკოლის, დირექციის, მასწავლებლის, მოსწავლეების, მშობლების შრომა დაფასდა და ზურა პირველ ადგილზე გავიდა. ეს არც გამკვირვებია.“

„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ კლასის დამრიგებელი რუსუდან ჯიშკარიანი:

„ზურას გამარჯვებას ველოდი, რადგან ის სანიმუშო მოსწავლეა, ოქროს მედლის კანდიდატი. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამოირჩევა. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და ფინალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“

„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზურაბ ჩაჩავა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

ცნობილია, ვინ იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე - კომისიის წევრთა სია

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება
Loading...