მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრიემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. კახი კავსაძის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს მსახიობებმა, მომღერლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.
კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).
აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური