მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლები ერთი კვირის მანძილზე ზეიმობენ. თითოეულ დღეს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
გავრცელებული ტრადიციით, მორწმუნეები კვირა დღეს გადიოდნენ საფლავებზე წინაპართა მოსახსენიებლად, დროთა განმავლობაში კი, მიცვალებულთა დღედ ორშაბათი დამკვიდრდა - იმისთვის, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ ქცეულიყო, პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, საფლავებზე დღესასწაულის შემდეგ დღეს გასულიყვნენ. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა!
უკვე მეორე წელია, ტრადიცია შეიცვალა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა სასაფლაოებთან მისასვლელი გზებიც. ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, 2000 ლარით დაჯარიმდება. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდა; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იყო გახმოვანების სისტემა, დაცული იყო სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით შეიცვალა. კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე მოქმედებდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.