მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მეტი სიკეთე“ - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა, სადაც ბავშვების გადაღებული ოთხი ფილმი წარმოადგინეს. ვიდეო კონკურსში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ბავშვებს უნდა გადაეღოთ ფილმი წინასწარ განსაზღვრული პირობების და ქრონომეტრაჟის დაცვით. ჟიური შედგებოდა 4 წევრისგან და მათ შორის, ერთი იყო მოწვეული სტუმარი - მერიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.
პროექტის ხელმძღვანელი: გელა საჯაია.
ორგანიზატორები: გელა საჯაია და ინგა მორგოშია.
გამარჯვებულები:
პირველი ადგილი: მე-12 კლასი.
მეორე ადგილი: მე-10 კლასი.
პირველ, მეორე ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
პროექტის ხელმძღვანელმა - გელა საჯაიამ „ჩხორ ნიუსთან“ საუბარში შედეგები შეაჯამა და აღნიშნა: „მსგავს თემაზე, ვიდეო კონკურსი პირველად ჩატარდა. მიზანი იყო: ახალგაზრდებში მეტი კომუნიკაციის, სიკეთის კეთებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობები არ არიან, იდეა მშვენივრად გადმოსცეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი