მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“, სადაც მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციაზე.
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა, „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე, პედაგოგ სოფიო იმედაძესთან ერთად, სახიფათო, მავნე და საშიში ჩვევების თემატიკაზე განახორციელეს პროექტი, რომელიც შემეცნებითი და ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. ისაუბრეს მავნე ჩვევებისგან მომდინარე საფრთხეებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა