სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს
04-05-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს.
სკოლის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2019 წელს მოსწავლეებმა აღნიშნული ტერიტორია საგულდაგულოდ დაასუფთავეს და ნარჩენებისგან გაწმინდეს, მაგრამ წელს მათ ბევრად უარესი მდგომარეობა დახვდათ.
„ყველა ბავშვის გულში ნამდვილად იყო იმედი, რომ ამ გზებზე ნაგავს აღარავინ გადაყრიდა, რომ ადამიანები გარემოს მიმართ სულ მცირედ პასუხისმგებლობას მაინც იგრძნობდენ და უბრალოდ არ მოისვრიდენ ცარიელ ბოთლებს, ცელოფნებსა და მათ შორის საკუთარი სახლებიდან გამოტანილ უბინძირეს ნაგავს.
არ გვინდა გვჯეროდეს, რომ წლები ვერაფერს გვასწავლიან. შეუძლებელი ადამიანების დაუდევრობამ გული არ გატკინოს.შეუძლებელია ამას მშვიდად უყურო და არაფერი თქვა ან მოიმოქმედო!
ორი წლის შემდეგ, ჩვენი ბავშვები ისევ შეიკრიბნენ.ისევ საკუთარი სახსრებით და ძალებით, უზომოდ დიდი მონდომებითა და უკეთესი გარემოს ხილვის სურვილით შეესივნენ იმ გზისპირებს, უფროსები რომ ყოველ დღე აბინძურებთ.
საქმე და საშრომი იმდენად ბევრი იყო მართლა მხოლოდ სოფლამდე მოვედით. მოსახლეობაში შემოსვლის ძალა არც ბავშვს აღარ ჰქონდა. ამიტომ გთხოვთ მოსახლებაში, უბნებში თვითონ მაცხოვრებლემა გაიმეტოთ თითო საათი. ჩვენი სოფლის მკვიდრებო და სტუმრებო, გთხოვთ პატივი ეცით ამ ახალგაზრდების შრომას. ნუ ჩაკლავთ მათში საქმის კეთების და უკეთესი მომავლის იმედს! ჩვენც შეგვიძლია პატარებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლოთ!“ - აღნიშნული სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.