სიახლეები
სიახლეები

აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, უჩივლოს დირექტორს - საკითხი კანონით რეგულირდება
06-05-2021
-
+


დღეს საკმაოდ ბევრ საუბრობენ ბავშვთა უფლებებზე; ეს უკანასკნელნიც, მუდმივად აპელირებენ ამ ფაქტით და ამასობაში, უფროსების და კონკრეტულად კი მასწავლებლების უფლებები, ავტომატურად, უკანა პლანზე გადადის. ამჯერად, თქვენს ყურადღებას მასწავლებლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებაზე შევაჩერებთ და ესაა „გასაჩივრების უფლება“, რომელსაც განსაზღვრავს კანონი განათლების შესახებ.

„საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო“.

მაგრამ ხშირად მსგავსი ზომების გატარება, რეალობას სცდება. აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, ღიად გამოხატოს უკმაყოფილება ან უჩივლოს დირექტორს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფლი პროფკავშირის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს მიმართა. რომელმაც აღნიშნა, რომ უკმაყოფილება დირექტორსა და მასწავლებელს შორის უდავოდ შესაძლოა გაჩნდეს:

„შეიძლება მათ ჰარმონიული ურთიერთობა არ ჰქონდეთ, განსაკუთრებით, თუ დირექტორს გააჩნია სუბიექტური დამოკიდებულება ისეთი  მასწავლებლის მიმართ, რომელიც ვთქვათ არის კრიტიკული... ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს დამსაქმებელს და ასეთ შემთხვევაში, კანონმა დირექტორს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მასწავლებელი სტრესის ქვეშ ამყოფოს ან „ჩაუსაფრდეს“, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, აზარალებს სასწავლო პროცესს“.

არის თუ არა პრეცედენტი - მასწავლებელს დირექტორისთვის ეჩივლა? - ამ კითხვაზე მაია კობახიძე პასუხობს: „ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამის შესახებ და ზოგადი განათლების შესახებ კანონიც აძლევს მასწავლებელს ამის საშუალებას; გარდა ამისა, დირექტორს ირჩევს სამეურვეო საბჭო და მასვე შეუძლია მიმართოს განათლების სამინისტროს, დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით...

ბევრი ბერკეტია, რომელიც შეიძლება პედაგოგმა გამოიყენოს დირექტორის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ, პროფკავშირები, ხშირად, მედიატორის ფუნქციასაც ვასრულებთ - როდესაც იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, ვერთვებით და ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაგვიფორმებია სამმხრივი ხელშეკრულება მასწავლებელს, სკოლასა და ჩვენს შორის. დოკუმენტის თანახმად,  მასწავლებელი ვალდებული იყო, შეესრულებინა დირექტორის კანონიერი მოთხოვნები; ასევე დირექტორი იყო ვალდებული, სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონოდა მასწავლებლის მიმართ და არ ყოფილიყო ანგარიშსწორების რაიმე ნიშნები“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება