მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლის მოქმედი პედაგოგი კლარა დურგლიშვილია, რომელსაც 5 მაისს 80 წელი უსრულდება.
უსაყვარლეს კლარა მასწავლებელს, იუბილეს ულოცავს ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი Etaloni.ge-ს საშუალებით:
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლის მოქმედ პედაგოგს, კლარა დურგლიშვილს 5 მაისს უსრულდება დაბადებიდან 80 წელი და ამავე სკოლაში მოღვაწეობის 55 წელი! ვულოცავთ ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს. იგი დღესაც გასაოცრად ენერგიულად, ნაყოფიერად და დაუღალავად აგრძელებს თავისი საყვარელი საგნის, მათემატიკის სწავლებას და ტოლს არ უდებს მის გვერდით მომუშავე ახალგაზრდებს. ის არის დიდი მოტივატორი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება დაიღალო საყვარელი საქმის კეთებით!
კლარა მასწავლებელს კვლავ და კვლავ ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ჩვენს გვერდით დიდხანს ყოფნას“!
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი