მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა, სადაც გაკვეთილებთან ერთად, ბავშვები სიკეთის კეთებას სწავლობენ.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სიკეთის დღე მოეწყო - მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების მხარდაჭერით, გაიმართა სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამ აქტივობით, სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ ეს იყო „სიკეთის დღე“, „ერთმანეთზე ზრუნვის დღე“, „სიყვარულის დღე“ და პანდემიის საპასუხოდ ჩატარებული აქტივობა.
„მადლობა უფალს და მადლობა თქვენ, ძვირფასო ადამიანებო,.ტრადიციულად, ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით შევძელით სიკეთის კეთება. გაღებული სიკეთე კი უფალთან მიდის. ღმერთმა შეგიწიროთ“, აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი