მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. პროექტის - „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა შესწავლილი აპლიკაციები საინტერესოდ გამოიყენეს.
„ჩვენს სკოლაში eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის, „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ (Media Literacy for Students – MLS) ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს Web 2.0 ინსტრუმენტები - Canva, postermywall, ebookcreator და სხვა აპლიკაციები. ამ რესურსებით პროექტის მონაწილეებმა შექმნეს პროდუქტები, რომლებიც დაეხმარებათ, კარგად გაითავისონ, რა არის დედამიწის დღე.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა. ამჟამად ეს დღე ყოველწლიურად 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს