მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მნიშვნელოვანი ძალა მაღალკვალფიციურ კადრებშია. სასკოლო საგნების მაღალ დონეზე სწავლების გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობებისა და იმ უნარების გამომუშავება, რაც ბავშვებს უფრო ჰუმანურს ხდის.
ამის მაგალითად სკოლის ადმინისტრაცია დაწყებითი კლასის პედაგოგ ხათუნა ალიმბარაშვილს გვაცნობს, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს.
„ბავშვებისადმი უზომო სიყვარულმა განაპირობა ამერჩია ეს პროფესია. კარგად ვაცნობიერებ, რომ მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. იგი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მოსწავლესთან, გაითვალისწინო მისი სუსტი თუ ძლიერი მხარეები, ამავე დროს ყურადღების მიღმა არ დაგრჩეს მისი ხასიათი და ფსიქიკა. ეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან კლასებში ვცდილობ ჩამოვაყალიბო ურთიერთპატივისცემის და ურთიერთშემეცნების ჩვევები.
კარგად მახსენდება ჩემი პირველი შეხვედრა სკოლა „პროგრესის“ ხელმძღვანელობასთან. მათ შემიქმნეს პოზიტიური განწყობა და მომცეს სტიმული, რომ ჩემი გაკვეთილები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო.
მიყვარს ჩემი პროფესია, ამიტომაც ჩემთვის ყოველი დღე იწყება პოზიტივით, რომელიც გრძელდება მთელი დღის განმავლობაში და ამის მთავარი მიზეზი სკოლა „პროგრესში“ არსებული ჯანსაღი გარემო და ჩემი საყვარელი მოსწავლეებია“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს