მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლოვდება ახალი წელი და ჩნდება კითხვა, როგორ შევხვდეთ დამდეგ წელს, რომ იგი ბედნიერების, სიხარულისა და წარმატების მომტანის იყოს. თუმცა, აუცილებელია ძველი წლის სათანადოდ გაცილება. როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ადრე ქართველები ძველი წელიწადის გაცილებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ:
„ახალი წლის მოსვლამდე, ერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. როგორ ფიქრობთ, ძველ წელს გაცილება არ უნდა? და როდის ხდება ეს? ქართველებმა ადრე იცოდნენ ძველი წლის გაცილება, მაგრამ ჩვენ აღარ გვახსოვს და არ ვიცით, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. 22 დეკემბერს მზე ერთ სრულ ბრუნს ასრულებს. წელიწადი ასტრონომიულად სწორედ 22 დეკემბერს სრულდება და არა 31-ში. სწორედ ამ დღეს აცილებდნენ ადრე ქართველები ძველ წელიწადს, მადლობას უხდიდნენ მას და იყო გარკვეული რიტუალიც. 23 დეკემბერს, როდესაც მზე ერთი წუთით უმატებს ამოსვლას, აი, ეს არის ნამდვილი ახალი წელი, როდესაც მზე თავიდან იბადება. ამ პროცესს ზამთრის მზე ჰქვია, მზის დაბადება - ეს არის ახალი ციკლის დაწყება. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ქართველები ადრე ახალ წელს 22 დეკემბრის ღამეს ხვდებოდნენ,“ - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.