მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- დადებითად ვაფასებ და მომხრე ვარ ყველაფრის, რაც აამაღლებს სკოლის ავტორიტეტს.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- რა თქმა უნდა, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, როდესაც ირჩევენ პროფესიას და მეტი დრო დაუთმონ მეცადინეობას.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- ვფიქრობ, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში უდავოდ კარგი იქნება მეტი ჩართულობა.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- დადებითად შევაფასებდი, ყველა მასწავლებელს და ყველა სკოლას თუ თანაბარ პირობებში მოუხდებოდა მუშაობა; მაგრამ სკოლებში არ არის კომპიუტერები, მასწავლებლების ნაწილს სახლში არ აქვს ინტერნეტი და დამოკიდებულია ტელეფონზე, რაც იწვევს სირთულეებს და ამიტომ ხშირად საჭიროებენ დახმარებას.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- მოთმინებით მოვეკიდოთ ამ სიახლეებს და ვიმუშაოთ მეტი მონდომებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.