მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკეთის სჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციის მიზნით აქცია გაიმართა.
აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ლევან დადუნაშვილის, დავით სარალიძისა და თორნიკე ბაღაშვილის ხსოვნას.
ბულინგის - ძალადობის საკითხის ირგვლივ გაიმართა საინტერესო მინი-დისკუსია. საკითხის განხილვა მოხდა მრავალმხრივ ჭრილში - რა არის გამოსავალი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორ დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან, გამოითქვა არა ერთი საინტერესო მოსაზრება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან.
მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, სადაც ძალადობასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი დააფიქსირეს. სკოლის კედლებზე კი წითელი გულები წარწერებით - „არა ძალადობას“ გააკრეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება