მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ნანა გოგიას ხელმძღვანელობით, ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა.
პოეზიის საღამოზე მეთერთმეტეკლასელებმა მსახიობ ზურაბ ცინცქილაძესთან ერთად წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის ლექსები.
„5️ მაისი არა მხოლოდ აჭარისათვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს დაიბადა გამორჩეული ქართველი პოეტი - ზურაბ გორგილაძე.
შეუძლებელია ერთხელ მოისმინო მისი „ჩაუმქრალი სანთლები“ და სამუდამოდ არ აღიბეჭდოს ადამიანის სულში ამ ლექსის ხიბლი, ღრმა ტკივილი და სიამაყის გრძნობა, რომელიც ამ კუთხის ისტორიულ ქარტეხილებს უკავშირდება...
საოცარია მისი სატრფიალო - ლირიკული ლექსებიც.
მახინჯაურის საჯარო სკოლაში გაიმართა ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
საღამოს ესწრებოდა გამოჩენილი ქართველი მსახიობი ბატონი ზურაბ ცინცქილაძე, რომელიც უშუალოდ იცნობდა პოეტს და საუკეთესოდ კითხულობს მის ლექსებს.
მე-11-ბ კლასის მოსწავლეებმა ბატონნ ზურაბ ცინცქილაძესთან ერთად წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის ლექსები.
ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს მათთვის საინტერესო პასუხები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“