სიახლეები
ეტალონი

შარშანდელი „ხონის ეტალონი მოსწავლე“ წარმატებებს მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით აღწევს
08-12-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მათხოჯის საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ხონის ეტალონ მოსწავლეს“, ლერი ხვინგიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, მათხოჯის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

სპეციალურ საზეიმო ღონისძიებას მერიის წამომადგენელი ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძე, მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე, ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენელთა თქმით, შარშანდელი „ხონის ეტალონი მოსწავლე“ წარმატეტებს მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით აღწევს. 

„ლერი არცერთ საგანში არ ემზადება, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით აღწევს წარმატებებს. ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე ბიჭია,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. 

წელს ინტელქტ-ჩემპიონატში მათხოჯის საჯარო სკოლიდან მარიამ ფირცხალავა მონაწილეობს. შარშანდელმა „ხონის ეტალონმა მოსწავლემ“ წლევანდელი მონაწილე გაამხნევა და წარმატებები უსურვა. სკოლის წარმომადგენლებმა მარიამს სპეციალური ბანერიც კი დაუმზადეს.

ღონისძიების დასასრულს, „ეტალონის“ ტორტიც დაიჭრა. მათხოჯის სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატის წამყვანსა და შემოქმედებით ჯგუფს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება