სიახლეები
სიახლეები

„თუკი პრაქტიკოსებს რამდენჯერმე მიეცათ შესაძლებლობა, ჩააბარონ გამოცდა, სპეცმასწავლებლებს სამჯერ მაინც უნდა ჰქონდეთ გამოცდაზე გასვლის შანსი“
14-05-2021
-
+


2021 წელს სპეციალურ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების და კომპეტენციის დადასტურების საშუალება ეძლევათ. თუმცა პროფკავშირი გარკვეული საკითხების დარეგულირებას ითხოვს, რომელთა შესახებ მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე etaloni.ge-სთან საუბრობს:

- სპეციალური მასწავლებლების საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია. ვიცით მათი პროფესიული დატვირთვა, რა სირთულეების წინაშე დგებიან... სისტემაში გვყავს ძალიან კვალიფიციური სპეციალური მასწავლებლები და არიან ისეთებიც, რომლებსაც სჭირდება გადამზადება, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია.

ისინი ითხოვენ გამოცდას და არ ეშინიათ ჩაბარების, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, გამოცდებამდე გონივრულ დროში გარკვეული იყოს ტესტის სტრუქტურა, შეფასების კრიტერიუმები, სარეკომენდაციო ლიტერატურა, რათა იცოდნენ, რა ჩააბარონ და როგორ მოხდება მათი ნამუშევრების შეფასება.

საგამოცდო გზამკვლევია აუცილებელი იმიტომ, რომ სპეცმასწავლებლების გამოცდა პირველად უნდა ჩატარდეს, ესაა სპეციფიკური მიმართულება და საჭიროა, პედაგოგები ამისთვის მზად იყვნენ.

ასევე საინტერესოა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც - აკადემიური ხარისხი, განათლების მაგისტრი ხდება საფუძველი, მინისტრის ბრძანების საფუძველზე  მიენიჭოთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არადა სისტემაში გვყავს კადრები, რომლებიც, როგორც კი ინკლუზიური განათლება დაინერგა, იმ დღიდან მუშაობენ და აქვთ კარგი შედეგები. ამ ადამიანებს გაუჩნდათ ჯანსაღი პროტესტი - რატომ არ უნდა მიენიჭოთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ისინი ხომ პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამოცდილი კადრებია?! გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მათი მოთხოვნა მისაღებია და ვმუშაობთ იმაზე, რომ სქემის ნორმაში დაკონკრეტდეს, რომელი აკადემიური ხარისხი ჩაითვლება განათლების მაგისტრთან გათანაბრებულად. ამჟამინდელი პასუხი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და ასეთ მასწავლებლებს უნდა დაუწესდეთ გარკვეული პრივილეგიები.

გარდა ამისა, ჩვენ ვსწავლობთ სპეცმასწავლებლების ხელშეკრულებებს და შრომით ხელშეკრულებაში, ვფიქრობთ, დასაზუსტებელია ჩანაწერი - იმ შემთხვევაში თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ტოვებს სკოლას და სხვა ასეთი სკოლას არ ჰყავს, შეიძლება ეს გახდეს საფუძველი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა; ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი ფუნქციები და ვალდებულებები მეტად უნდა დაკონკრეტდეს:

მაგალითად - სპეცმასწავლებელს ევალება მოსწავლეებზე დაკვირვება, რაც ძალიან ზოგადი ჩანაწერია. ჩვენ ვფიქრობთ, უნდა ეწეროს ყველა მოსწავლეზე დაკვირვება, რადგან  რთული ქცევის მოსწავლეზე დაკვირვებას სჭირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები. ეს ფიქცია უნდა გამოიკვეთოს ხელშეკრულებაში და ამ შემთხვევაში, სკოლა აღარ შეუწყვეტს ხელშეკრულებას სპეცმასწავლებელს, იმის მიუხედავად, ეყოლება თუ არა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.

ასევე, საყურადღებოა გამოცდის  ჩაბარების ვადები - 2023 წლის 1 იანვრამდეა ვადა, რაც ნიშნავს, რომ ორჯერ აქვთ გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპეცმასწავლებლების გამოცდების ჩატარების ბოლო ვადა უნდა იყოს 2024 წლის იანვარი - სამჯერ მაინც უნდა მივცეთ სპეცმასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. ეს გამოცდები ხომ პირველად ტარდება?!

აქ უკვე შეგვეძლება ვიმსჯელოთ სამართლიანობაზე - თუკი პრაქტიკოს მასწავლებლებს 2010 წლიდან რადენჯერმე შეეცვალათ  ვადები, რამდენჯერმე მიეცათ შესაძლებლობა, ჩააბარონ გამოცდა, ვფიქრობ, სპეცმასწავლებლებს მინიმუმ სამჯერ უნდა ჰქონდეთ გამოცდაზე გასვლის შანსი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება