სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების ვაქცინაცია და ტესტირება უქმე დღეებშიც აქტიურად გრძელდება
07-05-2021
-
+


პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აქტიურად გრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უქმეების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად გრძელდება. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირებაც.

„კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია დღეს იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ, რომლებიც არა მხოლოდ კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია დღეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს, შესაბამისად, ნაკლები იქნება სკოლებისა და კლასების დისტანციური სწავლებაზე გადასვლა.

საგულისხმოა, რომ დასვენების დღეების მიუხედავად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ინტენსიური ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ერთდროულად პედაგოგთა ვაქცინაცია და ტესტირება კი იძლევა გარანტიას, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებას სკოლის შენობებში უსაფრთხოდ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. აცრის მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. თუმცა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზადაა მსურველებს პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარონ“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება