თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება სიღრმისეულად გაიაზრეს
08-12-2017
დაკოპირებულია
-
+
თელავის N5 საჯარო სკოლაში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან ორასი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, სკოლის ბიბლიოთეკართან ერთად, ჩაატარა.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ხვედრის მაძიებელი მხედრის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, მათ სიღრმისეულად გაიაზრეს და გაითავისეს პოეტის შემოქმედება:
„ვფიქრობთ, მონაწილეებსაც და მსმენელებსაც მუდამ ემახსოვრებათ, რომ „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.“