მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ტრენინგებზე რეგისტრაცია დაწყებულია და ბოლო ვადა 9 მაისია. ეს კი იმას ნიშანვს, რომ სასურველ მოდულზე რეგისტრაციისთვის ერთი დღეღა გრჩებათ.
სავალდებულო ტრენინგებს უფროსი, მენტორი და წამყვანი სტატუსის მასწავლებლები გაივლიან. რეგისტრაციის დაწყებიდან დღემდე, პედაგოგებისგან არაერთი კითხვა ისმის და ტექნიკურ ხარვეზებზეც მიუთითებენ.
თუ ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია და დეტალებიც არ იცით, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ინსტრუქციას:
გაითვალისწინეთ, რომ ირჩევთ მხოლოდ ერთ მოდულს!
ირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ პროფესიული განვითარების ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ორი ეტაპის გავლა. პირველი ეტაპი გულისხმობს ვებგვერდზე რეგისტრაციას, მეორე კი ავტორიზაციას. ავტორიზაციისას ვიყენებთ რეგისტრაციისას გამოყენებულ პირად ნომერს და პაროლს.
რეგისტრაციისთვის ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ http://tr.tpdc.ge-ზე. სავალდებულოა ყველა მოცემული ველის შევსება.
პედაგოგები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან http://tr.tpdc.ge-ზე უნდა გაიარონ ავტორიზაცია. ამისთვის საჭიროა ავტორიზაციის ველში მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი და პაროლი.
თუ სისტემაში შესასვლელი პაროლი არ გახსოვთ, დააჭირეთ - პაროლის აღდგენა, შემდგომ მითითებულ ადგილზე ჩაწერეთ თქვენი მეილი. სისტემა პაროლის აღსადგენ ბმულს თქვენს მიერ მითითებულ მეილზე გამოგიგზავნით, რის შემდგომაც პაროლის აღდგენას შეძლებთ.