სიახლეები
სიახლეები

სამინისტრო: მნიშვნელოვანია, 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, უსაფრთხო გარემო დახვდეთ
10-05-2021
-
+


მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. 
„მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში - საკლასო ოთახში დასრულებას.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება