სიახლეები
პიროვნება

„დირექტორობა ადამიანების უკეთ გაცნობაში მეხმარება“ - პეტროს ტონოიანი, ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი
10-05-2021
-
+



რას გვანიჭებს ცოდნა, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რაში ეხმარება დირექტორობა, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორის, პეტროს ტონოიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...


- ის ადგილი,სადაც უამრავი ბავშვის ცნობისმოყვარე თვალები ინტერესით და რაღაც სიახლის მოლოდინით სასოებით შემოგყურებს და შენ უფლება არ გაქვს მას ეს იმედები გაუცრუო,დიდი სითბო და სიყვარული უნდა გამოიჩინო, რომ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ,კარგისა და ცუდის გარჩევა შეძლონ,შეიძინონ აუცილებელი უნარები,რომ ამ ცხოვრების რთულ ლაბირინთებში დამოუკიდებლად შეძლონ გზის გაკვლევა,სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული უნდა ჩაუნერგო.

- ცოდნა გვანიჭებს...

- ცოდნა გვანიჭებს უდიდეს ძალას, რათა შევიცნოთ სამყარო, გავერკვეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ...ერთი სიტყვით-ცოდნა სინათლეა!

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მომავალ თაობას სჭირდება განათლება, შრომისმოყვარეობა, სიკეთე და სიყვარული.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- როდესაც მოსწავლე ვიყავი, ვოცნებობდი, მალე დამთავრებულიყო მოსწავლეობის პერიოდი. ახლა მენატრება ის დრო, უდარდელი ბავშვობა...

- დირექტორობა მეხმარება...

- დირექტორობა მეხმარება უფრო უკეთ გავიცნო ადამიანები ბავშვებიდან დაწყებული პენსიონერებით დამთავრებული. ვასწავლო და ვისწავლო მათგან, უკეთესად შევიცნო საკუთარი პიროვნება.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ ყველაფერი წარმავალია სიკეთის გარდა. ამიტომ ვცდილობ სიკეთე ვთესო,როგორც შემიძლია.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- წარმატებისთვის აუცილებელია შრომა, შრომა და კიდევ მუხლჩაუხრელი შრომა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება