მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბულინგის შესახებ თანატოლებს ტრენინგი ჩაუტარეს. დამსწრე მოსწავლეებმა გამიჯნეს ბულინგის სახეები და ისწავლეს მათი ამოცნობა. ასევე გაითამაშეს სცენები და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
„ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, როდესაც ჩემთან სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ქრისტინე ჯანაშია და თვითმმართველობის წევრი დათო შონია მოვიდნენ თხოვნით. უფრო სწორედ, ორი თხოვნით: რომ დღეს (23 აპრილს) მათთვის კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენებაზე - ერთი და მეორე - სკოლის მე-10 - მე-11 კლასებიდან რამდენიმე მოსწავლისთვის ჩაგვრის (ბულინგის) თემაზე ტრენინგის ჩატარებაზე ნებართვები.
როგორც გაირკვა, მოსწავლეები ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ორგანიზებულ ტრენინგებს ძალადობაზე, ბულინგზე და კონფლიქტზე.
ტრენინგების შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს აერჩიათ ერთ-ერთი თემა - ბულინგი და ამ თემაზე თანატოლებისთვის ჩაეტარებინათ ტრენინგი მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ტრენინგიც კი ჰქონდათ უკვე დაგეგმილი და რაც სჭირდებოდათ სკოლისგან, იყო სივრცე, კომპიუტერი და პროექტორი ეკრანით.
ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. სხვადასხვა აქტივობებით დამსწრე მოსწავლეებმა გამიჯნეს ბულინგის სახეები, ისწავლეს მათი ამოცნობა. გაითამაშეს სცენები და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში შემდეგი კითხვების გარშემო:
1. ყოფილხართ თუ არა ბულერი?
2. ყოფილხართ თუ არა ბულინგის მსხვერპლი?
3. შესწრებიხართ თუ არა ბულინგის შემთხვევებს?
გულახდილ დისკუსიას (ისევე, როგორც სხვა აქტივობებს) ხელი შეუწყო იმან, რომ პროცესს არ ესწრებოდა უფროსი, იყვნენ მხოლოდ თანატოლები.
გამოითქვა მოსაზრებები, როგორ შეეძლოთ მათ ებრძოლათ ბულინგის წინააღმდეგ.
თავიანთ რეფლექსიებში ტრენინგის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მათ მიაღწიეს დასახულ მიზანს, თუმცა, ასევე, ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის ძალადობის სახეების ამოცნობა/განსხვავება. შესაბამისად, გეგმავენ მომდევნო შეხვედრების მომზადებისას იფიქრონ ამაზე“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სალომე ლომთაძე - ფსიქოლოგი; გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე - სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი