საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის მფლობელი ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ვასიკო შაპოვალოვი გახდა
04-12-2017
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის მფლობელი ვანის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ვასიკო შაპოვალოვი გახდა. მან 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის თბილისში გამართულ საჭადრაკო ტურნირში წაუგებლად იასპარეზა. 7 ტურნირიდან 5 მოგებითა და 2 ფრედ დასრულებული თამაშით ვასიკო დამსახურებულად გახდა ფედერაციის თასის მფლობელი...
ვანის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები თავიანთ ჩემპიონ მოსწავლეს ულოცავენ ამ გამარჯვებას:
„ვულოცავთ პატარა ჩემპიონს ამ გამარჯვებას! ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული პატარა მოჭადრაკეების აღზრდის პროცესში. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ავთანდილ ძიგვაშვილს, ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელს, დაუღალავი შრომისა და მიღწეული შედეგებისთვის.“