სიახლეები
სამასწავლებლო

„აბიტურიენტებს ვურჩევ პროფესიის არჩევისას პირველ რიგში გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები“ -მარინე დემეტრაშვილი, თბილისის N107 სკოლის დირექტორი
10-05-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქალაქ თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე დემეტრაშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- მე ამ ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ.  საზოგადოების თვალში გაძლიერდება სკოლის ავტორიტეტი. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მომავალი პროფესიის არჩევისას პირველ რიგში გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები, ნიჭი და უნარები. ყურადღება მიაქციონ იმასაც შრომის ბაზარზე რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის პროფესია. ზოგ შემთხვევაში ახლობელი ადამიანების რჩევებიც მისაღებია. ვურჩევდი გაუფრთხილდნენ თითოეულ წუთს,  მთელი ენერგია და ძალისხმევა მიმართონ ცოდნის უკეთ დაუფლებისკენ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- ვფიქრობ, ეს დიდი დროის და ენერგიის ხარჯვას გამოიწვევს. ყველას აზრიც ვერ იქნება გათვალისწინებული. თან ჩვენ ვიცით, რომ სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი რესურსი სწავლა-სწავლების პროცესში და არა ერთადერთი.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ვფიქრობ, ყველა მიეჩვია ელექტრონული ჟურნალის წარმოებას და ეს პრობლემას აღარ ქმნის პირადად ჩემს სკოლაში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, რომელთაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - ყველაფერი გაივლის  და ყველაფერი იქნება კარგად, კოლეგებო. მალე დავუბრუნდებით სწავლების ჩვეულ რეჟიმს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება