სიახლეები
სიახლეები

ტყუპებს ყველაზე ცუდი პერიოდი აქვთ, კურო კი წარმატებული და იღბლიანია - როგორი პერიოდი იწყება 12 მაისიდან?
12-05-2021
-
+


ასტროლოგები პოზიტიურ კვირას გვპირდებიან. მათი შეფასებით, ეს კვირა ძალიან კარგი, და ზოგადად, 21 მაისამდე პერიოდი ამ თვეში საუკეთესოა.

ვენერა კუროდან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. ეს კი ნიშნავს, რომ ზედაპირულობა, სულსწრაფობა და ფლირტი მოიმატებს ადამიანებში.

12 მაისიდან 21 მაისამდე საუკეთესო პერიოდია, ყველაფერი შეგიძლიათ ამ შუალედში დაგეგმოთ.

ზოდიაქოს ნიშნების კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ნუ გადაიღლებით, სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. თუმცა სასიკეთო ტენდენციებიც გაქვთ, შეიძლება მიიღოთ დივიდენდები ძველი საქმიდან, ან პროექტი გამოჩნდეს. ფინანსური კუთხით კარგი დროა. იმოქმედეთ, რომ ფინანსები მოიზიდოთ, მაგრამ დასვენებასთან შეხამებით.

კურო: ყველაზე აქტიური, ენერგიული, წარმატებული და იღბლიანი ხართ. ფინანსური გაუმჯობესებისთვის, შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად კარგი დროა, ყველა მხრივ გზები გახსნილი გაქვთ. 20 მაისამდე არ გაქვთ უფლება გაჩერდეთ.

ტყუპები: ამ წლის განმავლობაში ურთულესი პერიოდია თქვენთვის. უმჯობესია შიდა საქმეებზე გადაერთოთ. სერიოზული საქმეები ამ კვირაში დაივიწყეთ. ტყუილების ალბათობა მაღალია, ჭორები და ინტრიგებიც აქტიურდება თქვენს მიმართ.

კირჩხიბი: ამ კვირაში კარგად გრძნობთ თავს, ინტუიცია მზარდი გაქვთ და შარმიანი ხართ. სურვილი გაქვთ ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენი ცნობიერების გაფართოებას შეეცდებით. შანსები წარმატების პირადი და საქმიანი კუთხით ძალიან მაღალია.

ლომი: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. აღადგინეთ დახარჯული ენერგია. პროფესიული კუთხით კარგი დროა, კონტაქტები გაააქტიურეთ ხელმძღვანელებთან და სპონსორებთან. შეიძლება ახალი თანამდებობის შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული: ერთ-ერთი საუკეთესო ხართ. თქვენი შერომისუნარიანობა, მოთმინება, შეუპოვრობა წინა პლანზეა. ყველაფერი გამოგდით ამ პერიოდში.

სასწორი: პატარა პრობლემა გაქვთ ურთიერთგაგებაში. ამიტომ ტაქტი და დიპლომატია გმართებთ. თუმცა ინფორმაციის მოსაძიებლად, რომელიც მასშტაბური ცვლილებებისთვის იქნება საჭირო, კარგი დროა.

მორიელი: შარმიანი და აქტიური ხართ, ყველაზე კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიანობაში. ინტუიცია გაქვთ, კომპრომისების მიღწევა შეგიძლიათ.

მშვილდოსანი: 12 მაისიდან ენერგოტონუსი გაუმჯობესდება, გამოცოცხლდებით. შეხვედრების, კონტაქტების და მოლაპარაკებებისთვის კარგი პერიოდი დაგეწყებათ, ახალმთვარეობის შემდეგ. თუმცა ამ კვირაში მაინც დასვენებას გირჩევთ.

თხის რქა: ერთ-ერთი წარმატებული ხართ, მაგრამ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ. საქმეშიც კარგი იქნებით და პირად ურთიერთობებშიც. მაგრამ პრიორიტეტები სწორად უნდა დააყენოთ და ოქროს შუალედის მოძებნა შეძლოთ.

მერწყული: კვირის პირველი ნახევარი არ არის კარგი. პრეტენზიები, წყენის ტენდენცია მატულობს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, თუ ვინმეს აწყენინეთ, გამოსწორებას შეძლებთ. 12 მაისიდან კი საინტერესო პერიოდი გეწყებათ, წარმატების ფაქტორი იმატებს.

თევზები: ძალიან კარგი პერიოდია, ქორწინებების მაღალი ალბათობაა. შარმიანი, კონტაქტური და მსუბუქი ხართ. შეიძლება ინფორმაცია მოიძიოთ და გააფორმოთ ხელშეკრულება. მოემზადეთ, ყველაფერი გამოგდით, ფინანსების მოზიდვის და კარიერული განვითარების კუთხით. შარმი გაქვთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება