სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს არჩევანის საშუალება ექნებათ, ვინ დაბრუნდება სკოლაში და ვინ - არა, არდადეგების შემდეგ
10-05-2021
-
+


13 მაისს, სკოლები გაიხსნება და როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, მოსწვალეებს უსაფრთხო გარემო დახვდეთ; მაგრამ იმ ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სპეციალისტები კი მესამე ტალღის პიკს, უკვე მაისის შუა რიცხვებისთვის ელიან, საკითხავია, ღირს თუ არა დასწრებითი სწავლების განახლება.

ისე, პედაგოგების ნაწილი მომხრეა, სწავლა ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდეს და ეს ცოტა გასაკვირია, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, სწორედ მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ონლაინ-რეჟიმში მუშაობა კატასტროფის ტოლფასი გახლდათ და სკოლებში დაბრუნების იდეას ემხრობოდნენ.

დღეს რეალობა შეცვლილია და თავად პედაგოგებს სურთ სასწავლო წელი ონლაინ გაგრძელდეს, თუმცა განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ 13 მაისს დასწრებითი სწავლება განახლდება, მასწავლებლებს კი, ისევე, როგორც მოსწავლეებს, კვლავ ექნებათ არჩევანი საშუალება დისტანციურსა და საკლასო ოთახებში სწავლებას შორის. ჯერ კიდევ საყოველთაო არდადეგებამდე, 100-მდე პედაგოგი, რისკჯგუფიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმზე გახლდათ, ხოლო რამდენად გაიზრდება ეს რიცხვი, ამას ოთხშაბათს შევიტყობთ, როდესაც დისტანციურ ფორმატს აირჩევენ. ასე, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებზეა დამოკიდებული, ვინ დაბრუნდება საკლასო ოთახებში და ვინ ვირტუალური კლასიდან გააგრძელებს სწავლას. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება