მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას პედაგოგებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ეს სიახლე არავისთვისაა. ზოგი ემხრობა აცრას, ზოგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ასეა თუ ისე, ფაქტია, სპეციალისტები გვეუბნებიან, ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასასრული არ ექნებაო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ადასტურებს, რომ „მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდსა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში - საკლასო ოთახში დასრულებას“.
Etaloni.ge არაერთხელ წერდა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და აცრის მსურველი მასწავლებლები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, მაგრამ თუ გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მათ შეუძლიათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც „საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარებას გაუწევს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური