სიახლეები
საინტერესო

უქმე დღეები იწურება - რჩევები, რომლებიც პედაგოგებს სკოლაში დაბრუნებასა და მოკლე დროში ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ
11-05-2021
-
+


უქმე დღეები იწურება, ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ ამ დროში მასწავლებლებმა დაისვენონ და ძალები აღიდგინონ, ამიტომ თქვენი ჯანმრთელობისა და შთაგონებისთვის მარტივი რჩევები შევაგროვეთ. 

იმ შემთხვევაში თუ დასვენება ჯერ ვერ მოასწარით, ეს ხრიკები მოკლე დროში ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. 

ბუნება - თქვენი ენერგიის წყარო

თითოეულს, სავარაუდოდ, გვაქვს დასასვენებელი ადგილი - შორიახლოს მდებარე პარკი, ტყე ან სანაპირო. ასე, რომ მათი უგულებელყოფა არ შეიძლება. განსაკუთრებით თუ ფანჯრებს მიღმა მზიანია ამინდია, გული კი სუფთა ჰაერზე გასვლას გთხოვთ. შესაძლოა ორგანიზმი ვიტამინ D3-ს ნაკლებობაზეც მიგანიშნებთ, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის ასე საჭიროა. საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით. აუცილებელი არ არის პარკში ირბინოთ და აუცილებელი დღიური 8000 ნაბიჯი ითვალოთ, უბრალოდ დატკბით ახალგაღვიძებული ბუნებით. საკუთარ თავთან ბუნებაში გატარებული ნახევარი დღეც კი მნიშვნელოვნად აღადგენს თქვენ ძალებს. 

უარი თქვით შაქარზე

სამწუხაროდ შაქრის ნეგატიურ გავლენას სათანადოდ არ ვაფასებთ. დილით მივირთვით ტკბილი საუზმე, გლუკოზა სწრაფად მოხვდა სისხლში, ინსულინის დონე მკვეთრად გაიზარდა, შემდეგ კი ასევე სწრაფად დაეცა - ჩვენ კი ისევ შიმშილს ვგრძნობთ. შეეცადეთ უარი თქვათ ტკბილ საუზმეზე და ჯანსაღ საკვებზე შეაჩეროთ არჩევენი, შემდეგ კი დააკვირდით რამდენად მეტი ენერგია გექნებათ დღის მანძილზე. ყავასაც უმჯობესია თუ ჩირეულთან ერთად დალევთ. შაქარზე სრულად უარის თქმა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ მის რაოდენობას კვირის მანძილზე შეამცირებთ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურ რაციონს შემატოთ ბევრი ბოსტნეული, ხილი და წყალი.

იხილეთ ასევე - რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მიირთვას მასწავლებელმა დღეში, რომ გაკვეთილებზე მობილიზებული იყოს?

სახლის დასუფთავება მარი კონდოს მეთოდით

თუ მაინც ვერ ახერხებთ საოჯახო საქმეებს მოწყდეთ, მაშინ სახლის დასუფთავება იაპონელი მარი კოდნოს მეთოდით სცადეთ. წიგნის - „მაგიური დასუფთავება, სახლისა და ცხოვრების დალაგების იაპონური ხელოვნება“ ავტორის აზრით, სახლის დალაგების შრომისმოყვარე პროცესის შემდეგ, შვების განცდა შეიძლება ნამდვილად მოვიდეს. მსოფლიო ბესტსელერის ავტორი გვირჩევს კარადიდან ყველა ნივთი გადმოვალაგოთ, თითოეული ხელში ავიღოთ და შევეცადოთ ვიგრძნოთ, მოაქვს თუ არა მას ჩვენთვის სიხარული. შემდეგ კი თავიდან მოიშორეთ ნივთები, რომლებიც სიამოვნებას არ გვანიჭებს. 

პირველ რიგში ტანსაცმელი, სამუშაო მაგიდა და საქაღალდეები მოვაწესრიგოთ, შემდეგ დავალაგოთ აბაზანა და სამზარეულო. ბოლოსთვის კი ფოტოები და სამახსოვრო ნივთები მოვიტოვოთ, რადგან მათმა გადარჩევამ შესაძლოა დიდი დრო წაიღოს.

არა მხოლოდ მუსიკა, არამედ მუსიკალური თერაპია

თუ სასიამოვნო კლასიკურ მუსიკას შეარჩევთ, მოუსმენთ, ისე რომ სხვაზე არაფერზე იფიქრებთ, ეს უკვე მუსიკალური თერაპია იქნება. მუსიკას შეუძლია გამოასწოროს ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, გააუმჯობესოს განწყობა, აღადგინოს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირება. უკრავთ ფორტეპიანოზე ან მღერით? მაშინ ეს უკვე ჰობია, რომელიც არ უნდა დაივიწყოთ და ძალების აღდგენისა და დასვენებისთვის ხშირად მიმართოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება