მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში, USAID-ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლის, მაკა კოსტავას მიერ მრავლისმომცველი აქტივობებით დატვირთული ტრენინგი ჩატარდა.
როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, ის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
ტრენერმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სკოლის I-VI კლასის მასწავლებლებს ქართულ ენასა და მათემატიკაში დიფერენცირებული სწავლების ნოვატორული მიდგომებისა და მეთოდების შესახებ.
„ტრენინგში აქტიურად ჩაერთვნენ მსმენელები. იყო პრობლემური კითხვები, ამომწურავი პასუხები. შეიქმნა ინტელექტის, თავისუფლებისა და განვითარების სივრცე.
მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო, შთაბეჭდილებები - მაღალი. მიღებულ გამოცდილებას, ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გასამდიდრებლად და მოტივაციის ასამაღლებლად.
მადლობა ქალბატონ მაკას, ძალიან მაღალი კომპეტენციის პროფესიონალს, აქტიურ, შედეგიან და პოზიტიურ ქალბატონს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში