მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის ზაფხულში, პრაქტიკოსების, სპეცმასწავლებლების, მაძიებლებისა და პროფესიაში შესვლის მსურველთა გამოცდებია დაგეგმილი და მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ასე იყო, თუმცა Etaloni.ge-სთან უკვე რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პედაგოგიურ საზოგადოებაში ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია გამოცდების გადადების შესახებ.
ეს ვერსია ლოგიკასმოკლებული სულაც არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში ეპიდვითარება დამძიმებულია, ყოველდღიურად ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება; სპეციალისტები კი მესამე ტალღასა თუ პიკზე გამუდმებით აპილერებენ...
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Etaloni.ge-მ გადაწყვიტა საკითხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან გადაემოწმებინა და გაერკვია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, გამოცდების გადადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„ნაეკში“ კი გვიპასუხეს, რომ:
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს მზადებას გამოცდების ორგანიზებისთვის, როგორც აბიტურიენტებისთვის, მაგისტრობისა და გრანტის გაუმჯობესების მსურველებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება ან მასწავლებლის მსურველთა გამოცდაზე გასვლა. გამოცდების დეტალური განრიგი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. ისევე, როგორც წინა წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური